We LOVE eTwinning!
eTwinning!
2023 წლის 1-3 ივნისს, ესპანეთში, ძველ ისტორიულ ქალაქ ალკალა დე - ენარესში გაიმართა e-Twinning-ის საერთაშრისო სემინარი, რომელსაც ესწრებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 60 მდე მასწავლებელი მათ შორის საქართველოდან 3 მასწავლებელი - დიანა ნემსიწვერიძე, (სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი) დიანა ბოგვერაძე (სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის მასწავლებელი) და ანა ტეფნაძე (ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი) და eTwinning-ის პროგრამის კოორდინატორი თეონა სილაგაძე.
პედაგოგები კონკურსის წესით შეარჩა TPDC-სა და eTwinning-ის მიერ!
👌სემინარის პირველი დღე დაიწყო პლენარული სესიით: ხელოვნური ინტელექტი-რევოლუციური ცვლილებები სწავლა-სწავლების პროცესში. სესია მოიცავდა საინტერესო და საჭირო მიგნებებს, შეხედულებებსა და რჩევებს, მომხსენებელი- პოლ ვან ბრატებერგი.
პლენარულ სესიას მოჰყვა ითვინინგის პროექტების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ახალი ვებ 2.0 ინსტრუმენტების გაცნობა- მომხსენებლები ამაია ალონსო, ხოსე გარსია საავედრა. დღე დასრულდა არაფორმალური აქტივობით, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების გაცნობა/დაახლოებას.
მეორე დღე დაიწყო სამუშაო შეხვედრით თემაზე ციფრული ინსტრუმენტები თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად, მომხსენებელი- იგნაციო ორტეგა. მომდევნო სამუშაო შეხვედრა კი ეძღვნებოდა ინკლუზიისა და მრავალფეროვნების თემას, მომხსენებელი პაბლო ნიეტო.
სამუშაო შეხვედრები გაგრძელდა პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებული აქტივობებით, გადაიდგა პირველი ნაბიჯები, დაიწერა საპროექტო გეგმის მონახაზები. ნაყოფიერი სამუშაო დღე საინტერესოდ და სასიამოვნოდ დასრულდა ალკალა დე - ენარესში კულტურული ღირშესანიშანოების მონახულებით.
👌მესამე დღე დაეთმო პროექტების სრულყოფასა და ESEP -ის პორტალზე რეგისტრაციას, სემინარი დასრულდა პროექტების პრეზენტაციებით.
👌კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, გაცვალეს ტრადიციული ნუგბარი. ურთიერთობების გამყარება, თანაშრომლობა უფრო წარმატებულს გახდის თითოეული მასწავლებლის საქმიანობას.
Comments
Post a Comment