„შობა-ახალი წლის ტრადიციები საქართველოსა და პოლონეთში“


კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის 15 დეკემბერს გაიმართა საერთაშორისო ონლაინ პროექტი „შობა-ახალი წლის ტრადიციები საქართველოსა და პოლონეთში“.

მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ქვეყნებისა და ცალკეული რეგიონების საახალწლო ტრადიციები. ონლაინ ჩართვა კადეტების მიერ პოლონურ მელოდიაზე შესრულებული მუსიკალური კლიპითა და პოლონელების მიერ შესრულებული საშობაო სიმღერით დასრულდა.
პროექტი ინგლისური ენის მასწავლებლების: თათია მარდალეიშვილის, ნინო ოყრეშიძის, დიანა ბოგვერაძის, ინდირა კოსტავასა და ნინო ყანჩელის მიერ განხორციელდა. პროექტს კურირებდა ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ანა კობახიძე.
ლიცეუმი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს საერთაშორისო პარტნიორებთან.


Comments

Popular Posts