შ.პ.ს N1 სკოლის
ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერაძის
საახალწლო ღონისძიების
ა ნ გ ა რ ი შ ი
კულტურული ცნობიერებისა და ტოლერანტობის გრძნობის ასამაღლებლად,
ასევე მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უნარის გაღრმავების მიზნით ა/წ 20 დეკემბერს
შ.პ.ს N1 სკოლაში, ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერძის ხელმძღვანელობით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება- პროექტის პრეზენტაცია,
სადაც წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა კულტურების საახალწლო წეს-ჩვეულებები. აღნიშნულ
ღონისძიებაზე განხილულ იქნა ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ესპანეთის,
ბრაზილიისა და საქართველოს საახალწლო ტრადიციები. ბავშვები პროექტს ხალისითა და დიდი
ინტერესით მოეკიდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექციის წარმომადგელები,
პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების
დიდი მოწონება დაიმსახურა.
Comments
Post a Comment