დღე მესამე

შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის 
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

        2018 წლის 8 ოქტომბერს ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგების მესამე დღის ფარგლებში ბატონი თეიმურაზ სახელაშვილის ხელმძღვანელობით გავაგრძელეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა,  ჩამოვტვირთე ეროვნული სასწავლო გეგმა და გადავიტანე ინგლისური ენის სტანდარტი პროექტის დოკუმენტში. ასევე დავიტანე  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების საჭირო ინდიკატორები.

     
  ბატონმა თემურმა გვაჩვენა თვალსაჩინოება (ვენის დიაგრამა), სადაც ასახული იყო სასწავლო პროექტების ხვედრითი წილი გლობალურ პროექტებში და ხაზი გაუსხვა კარგი სასწავლო პროექტის მნიშვნელობას ბავშვის განვითარების საქმეში.

     
  ამის შემდეგ გადავედით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დამუშავებაზე. ტრენერმა წარმოადგინა ამ კითხვების შედგენისათვის ფონური ცოდნის მომცემი სლაიდები, რაც დაგვეხმარა საკითხის აღქმაში. 

      
პროექტის გეგმის სამუშაო ვარიანტი შევავსე საორიენტაციო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით. დღემ ჩვეულებისამებრ ნაყოფიერად ჩაიარა.
          

Comments

Popular Posts