დღე მეორე
შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია
ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება
2018 წლის 6 ოქტომბერს ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგების მეორე დღის ფარგლებში ბატონი თეიმურაზ სახელაშვილის ხელმძღვანელობით გავეცანით პროექტის შაბლონზე მუშაობის გზებს. ჩამოვტვირთეთ საქაღალდე, და დავათვალიერეთ მისი კონტენტი, მოვემზადეთ მუშაობის შემდეგი ეტაპისათვის.
ასევე ვისაუბრეთ პროექტის დაწყების წინ საჭირო ნაბიჯების გადადგმასა და პროცედურებზე. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, თუ ვის უნდა მივაწვდინოთ ინფორმაცია პროექტზე და რა სახითაა ამის გაკეთება მიზანშეწონილი.
ბატონმა თეიმურაზმა გაგვაცნო საინფორმაციო ბუკლეტზე მუშაობის პრინციპები, რის შემდეგაც შევუდექით ბუჯკლეტის შექმნას. ამ პროცესში გამოვიყენეთ ვორდ-ის დოკუმენტში მუშაობის ხერხები:
- ფურცლის ორიენტაციის შეცვლა
- ფურცლის ფონის შეცვლა
- ჩარჩოს გაფორმება: ფერი, ფორმა, ხაზის ზომები
- სამუშაო ფურცლის დაყოფა კოლონებად
- სურათის ჩასმა
- ტექსტზე მანიპულაციები
გამოყენებული ფოტოები შევინახეთ ფოლდერში "სურათები, აუდიო, ვიდეო".
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.
Comments
Post a Comment