დღე პირველი

შ.პ.ს. N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

         2018 წლის 5 ოქტომბერს კოლეგებთან ერთად დავიწყე ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგები ბატონი თეიმურაზ სახელაშვილის ხელმძღვანელობით. ტრენერმა გაგვაცნო თავისი სამუშაო გეგმა, მუშაობის სტრუქტურა და მოგვეცა საშუალება სახალისო აქტივობაში ჩართვით გაგვეცნო ერთმანეთი. ამის შემდეგ გავეცანით პროგრამა Viewer-სა და მასში მუშაობის ძირითად პრინციპებს, წავიკითხეთ ტრენინგის მე-8 მოდული, ვიმუშავეთ ტექსტის მონიშვნასა და მარტივ მანიპულაციებზე. 
         გონებრივი იერიშის მეთოდით გავიხსენეთ, თუ რა ვიცით 21-ე საუკუნის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესახებ, ვიმსჯელეთ მოსწავლეებში ამ უნარების აღმოჩენისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე, წავიკითხეთ და დაწვრილებით გავიაზრეთ დოკუმენტის თითოეული პუნქტი.
         გავაფერადეთ საინტერესო საკითხები და გავუზიარეთ ერთმანეთს. გავეცანით პროექტის შემადგენელ საქაღალდეებს და დოკუმნენტებს.
         ტრენერმა გვაჩვენა პროექტის ნიმუში "რომეო და ჯულიეტა" და განვიხილეთ ამ პროექტის სლაიდები.
         ამიშ სემდეგ მოვახდინეთ ბლოგზე რეგისტრაცია  და მოგვეცა დრო რეფლექსიის დასაწერად.
        ტრენერმა ასევე მოგვცა სახლში სამუშაო დავალება, რითაც უფრო გავიღრმავებთ ცოდნას თემის ირგვლივ.







Comments

Popular Posts