დღე მეცხრე
შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია
ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება
აღნიშნული ტრენინგი იყო დიდი გამოცდილება ჩემთვის, ვინაიდან პროექტის სწორად წერის გზები ვისწავლე და დავინახე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე თუ როგორ მოვიძიო ყველა საჭირო მასალა Viewer-დან.
ეს დღეები იყო დატვირთული აქტივობებით, ტრენერი ცდილობდა, რომ გაუგებარი და გაურკვეველი არ დარჩენილიყო არაფერი. გავეცანით პროექტის დაგეგმის და განხორციელების გზებს და საშუალებებს, შევითვისეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ჩვევები რასაც აუცილებლად გამოვიყენებ და დავამკვიდრებ პედაგოგიურ პრაქტიკაშია.
მადლობა ტრენერს აკადემიური და საინტერესო ტრეინგ კურსის წარმართვისათვის...
მე-9 დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი აწყობილი პროექტის პრეზენტაციები. გავაცანით ჯგუფს ჩვენი იდეებისა და პროექტის შესახებ.
პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მოსაწყენი და უინტერესოა "მოძველებული" სტილით სწავლება, მოსწავლეში ვერ აღძრავს სწავლის მოტივაციას. ისტ ინტეგრირება და პროექტი ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ჩაერთოს, მისი ფუნქცია მოძებნოს და მიიღოს მისთვის შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება.
Comments
Post a Comment