დღე მერვე

შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის 
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

           ტრენინგის მერვე დღე გავაგრძელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე საუბრით, შევეხეთ სპეციალური საჭიროების ბავშვებს, მათ პრობლემებს. გავხსენით "Viewer", გადავედით რესურსებში, მოვძებნეთ დიფერენციაცია, გადმოვწერეთ ფაილი სახელწოდებით "განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება", მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც ჩემს პროექტს შეესაბამებოდა და გადავიტანე პროექტის გეგმაში. არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შესაბამის ველში შევიტანე ტექსტი "მიეწოდება ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე".
           ამის შემდეგ ვიმუშავე სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განხილვაზე და დოკუმენტში ჩავიტანე. ასევე დრაივზე ატვირთული საქაღალდე გავასუფთავე ზედმეტი ფაილებისაგან. სამუშაო საქაღალდე ავტვირთე ბლოგზე.

Comments

Popular Posts