დღე მეშვიდე

შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის 
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

           ტრენინგის მეშვიდე დღე გავაგრძელე შეფასების ფორმების განხილვისა და შევსების თემით. დავიწყეთ ქრონოლოგიის სლაიდის განხილვით. შემდეგ გავხსენი დოკუმენტი"განმავითარებელი თვითშეფასება" და შევავსე ის ჩემთვის საჭირო ქულებით. ამის შემდეგ გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკის შეფასებას, წავიკითხე შეფასების პუნქტები და ჩემი პროექტის მიხედვით ჩავასწორე.
           ასევე გავეცანით პრეზენტაციის შეფასების, გაზეთის შეფასების, ბროშურის შეფასების, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტები. ამის შემდეგ ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე შეფასების მოკლე მონახაზის ველი და ჩავწერეთ შეფასების მეთოდების ჩამონათვალი. 
          ტრენინგის დასკვნით ნაწილში ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე პროექტის მიზნებისა და შეფასების გრაფა.

           

Comments

Popular Posts