დღე მეხუთე


შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის 
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

           მეხუთე დღეს გავაგრძელე პრეზენტაციაზწე მუშაობა, შევავსე სლაიდებზე მოცემული ველები რომლებიც ეხებოდა პროექტის სათაურს, მის შინაარსს, მიზნებს და ამოცანებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, აქტივობებს, შეფასებას და ა.შ. 
           ამის შემდეგ ავტვირთეთ ეს სლაიდი ბლოგზე კოდის ჩაშენების პრინციპით. იგივე პრინციპით ბლოგზე ავტვირთეთ ვიდეო YouTube სოციალურ ქსელიდან.
           ასევე განვიხილე საავტორო უფლებების თემა, მოვიძიეთ არჩეული სურათების ვებ- მისამართები და ჩავსვით საავტორო უფლებების დოკუმენტში. ასევე tpdc.ge/essentials ვებგვერდიდან  მოვიძიეთ და გადმოვწერეთ დოკუმენტი საავტორო უფლებების ქაოსი, რომელსაც გავეცნობი.

Comments

Popular Posts