დღე მეოთხე
შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია
ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება
მეოთხე დღეს ბატონმა თემურმა ტრენინგი გონებრივი იერიშით დაიწყო და დასვა კითხვა თუ მოსწავლეთა დაწყვილების რა მეთოდებს ვიყენებთ. ამის შემდეგ ტრენინგის საქაღალდიდან ჩამოვტვირთეთ მოსწავლეთა დაწყვილების აქტივობების დოკუმენტი და ავირჩიე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი აქტივობა - საუკეთესო არჩევანი მენიუდან. ეს აქტივობა გადავიტანე პროექტის გეგმის დოკუმენტში და მოვახდინე მისი რედაქტირება.
ამის შემდეგ ჩავერთეთ გონებრივი იერიშის აქტივობაში რომელიც პასუხობდა კითხვაზე: მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის რა მეთოდები ვიცით? გავხსენით დოკუმენტი: კავშირი, დაკვირვება, ინტერესი და ავტვირთე მასში საინტერესო სურათები,.
მუშაობა გავაგრძელეთ დოკუმენტში შეფასების ნაწილზე და გავეცანით მატრიცაში მუშაობის თავისებურებებს. ასევე გავეცანით პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობის სტრუქტურას.
Comments
Post a Comment