დღე მეექვსე

შ.პ.ს N1 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის 
დიანა ბოგვერაძის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი
პროექტებით სწავლება

           მეექვსე დღე გავაგრძელე პრეზენტაციაზე მუშაობით, შევედით საქაღალდეში "მოსწავლის ნიმუში და გავხსენით თანმიმდევრობით პრეზენტაციის შაბლონი, გაზეთის შაბლონი და ბროშურის შაბლონი. განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადებისათვის აუცილებელი ნაბიჯები: წინასწარ დადგენა ფოკუს ჯგუფის, პრეზენტაციის თემის კარგად დამუშავება, ციფრული საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმება, გამოსვლის დადებითი შენიშვნით დაწყება, აუდიტორიის წინაშე დგომის წესები, პროექტორის მოხმარების წესი და ა.შ. ასევე შევცვალე პრეზენტაციის შაბლონი და მოვარგე ჩემს პროექტს. 
            ასეთივე წარმატებით ჩამოვტვირთე ბროშურისა და გაზეთის შაბლონები დავამუშავეთ ისინი, მოვარგე პროექტს და ავტვირთე დრაივზე. ჩავინიშნე საშინაო დავალება.
            ტრენინგის ბოლო ნაწილში ვიმუშავეთ ბლოგის შექმნა/გაფორმებაზე:

  • გვერდების ჩამატება
  • გაჯეტების გამოყენება
  • დიზაინის შექმნა




Comments

Popular Posts