Skip to main content

Posts

Featured

ინტეგრირებული პროექტის -„კალენდარი“ პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია 18/02/2025 ლიცეუმში ინტეგრირებული პროექტის -„კალენდარი“ პრეზენტაცია შედგა. პროექტში ჩართულები იყვნენ I სასწავლო კურსის კადეტები, რომლებმაც პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინეს და ისაუბრეს თუ რა გავლენა იქონია წარმართულმა ტრადიციებმა კალენდრის დღეების, თვეების სახელწოდებებზე როგორც ქართულ, ასევე ანგლო-საქსურ კულტურაში. პრეზენტაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე წარმოადგინეს კადეტებმა. დასასრულს სახალისო ვიქტორინა გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი რომან მოდებაძე და მასწავლებლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა კადეტთა პრეზენტაციები და მსგავს აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობისაკენ მოუწოდა. პროექტი ინგლისურის მასწავლებლის დიანა ბოგვერაძის ინიციატივით, სამი საგნის: ინგლისური, ქართული და ისტორია ინტეგრირებით განხორციელდა. პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: დიანა ბოგვერაძე, სოფიკო ცხელიშვილი, ნათია კენჭაძე და ზინა ბუბუტეიშვილი.

Latest Posts

Activities completed for SEMESTER I 2024-2025

IRCEELT 2024

მასტერკლასი

The National Quality Label eTwinning

2022 2023წ საუკეთესო კათედრა

მასწავლებელთა I მეთოდური კონფერენცია- "თანამშრომლობა ჩვენი მომავლისათვის - ჩემი ერთი წარმატებული აქტივობა"

აწსუ კონფერენცია თემაზე "British, American and Georgian Culture Studies"

eTwinning-ის პროექტების პრეზენტაცია კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

We LOVE eTwinning!